“ვუზლის” თავკაცი ხელით თამაშის წესის შეცვლის ინიციატივით გამოდის

“ვულვზის”  მთავარი მწვრთნელი ნუნუ ეშპირიტუ სანტუ გამოხმაურა წესებში სეზონის დაწყებამდე შესულ ცვლილებას, რომლის თანახმადაც ხელზე უნებლიედ მოხვერის შემდეგ გასული გოლი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაითვალოს.

“ამ წესს აუცილებლად უნდა გადახედონ. მწვრთნელები, ფეხბურთელები, ფანები, ყველანი ვთანხმდებით, რომ ასე არ უნდა იყოს და როდესაც ასე ხდება, მათ შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ”.

“ჩვენ არ ვსაუბრობთ ვიდეორეფერიზე, არამედ ხელით თამაშის წესზე. წესებში ასეთი შეცდომები არ შეიძლება იყოს. ჩვენი გზავნილი ყველასათვის ნათელია, ასე არაა? ნათელი და ხმამაღალია”.

“ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვან როლს ფანები თამაშობენ. სწორედ ფანები აძლევენ ყველაფერს აზრს. თუ გულშემატკივრები ბედნიერები და კმაყოფილები არ არიან, ეს ცუდ რაღაცაზე მიგვანიშნებს”, – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.

Published by bekaberidze

მე ვარ ბექა ბერიძე ქალაქ ბათუმიდან, ვარ 22 წლის და ვსწავლობ საქართველოს უნივერსიტეტში (University Of Georgia), ბავშვობიდან დაინტერესებული ვარ ფეხბურთით და ძალიან მიყვარს სპორტის ეს სახეობა. ჩემი ბლოგი არის SportNews-ის ანალოგი კერძოდ კი ფეხბურთის მიმართულება, სადაც შეგეძლებათ ყველა ის მთავარი სიახლე გაიგოთ, რაც კი ხდება საფეხბურთო სამყაროში.

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started